შენი ბრენდი ქალაქის ყველა ქუჩაზე.
ყოველკვირეული სტატისტიკა
თითოეული განვლილი კილომეტრის ვერიფიცირება
უფასო სარეკლამო ფირის ინსტალაცია
არავინ უყურებს გადაცემიდან გადაცემამდე, რადგან, სავარაუდოდ, ყველა ტელეფონშია
უმეტესობას აქვს ე.წ. 'ედ ბლოქერი'
ალგორითმმა შეიძლება თქვენი რეკლამა არასწორ აუდიტორიას აჩვენოს. დამატებით, ერთი სქროლი და რეკლამაც ქრება
ყველას საკუთარი მუსიკა ურჩევნია. რადიო წარსულის ამბავია
რადგან აქ ხართ, უკვე იცით, რატომ ვართ უკეთესი
ირჩევ მანქანების რაოდენობას და სარეკლამო კამპანიის ხანგრძლივობას
იმის მიხედვით, თუ რა საჭიროებებს აკმაყოფილებს კამპანია, ჩვენ ვარჩევთ მანქანებს
ჩვენი პროფესიონალური გუნდი ლამაზად შეფუთავს მანქანას ისე, რომ არც რეკლამა და არც მანქანა არ დაზიანდეს
რეკლამა გადის ყველა ქუჩაზე, მაშასადამე ქალაქის ყველა მაცხოვრებელსა თუ სტუმარს ეძლევა საშუალება ნახოს თქვენი რეკლამა
ჩვენი სერვისი უბრალოდ 'დასტიკერებული' მანქანა არ არის, აქ 3 ძირითადი ფსიქოლოგიური ფაქტორი თამაშობს დიდ როლს.
ჩვენი თვალები დაპროგრამებულია, რომ მოძრაობას თვალი ადევნოს. ისეთი უცხო რეკლამა, როგორიც თქვენ კომპანიას ჩვენი მანქანის სახით ექნება, უფრო მეტად მიიქცევს ყურადღებას ყველა ადამიანისგან. თქვენ არ მოგიწევთ ბრძოლა ყურადღებისთვის, ის თავისით მოვა თქვენთან.
ხალხი იმეორებს საკუთარ მარშრუტებს ყოველდღიურად, ჩვენი მძღოლებიც მსგავსად გადაადგილდებიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანების ცნობიერსა თუ ქვეცნობიერ მეხსიერებაში მუდმივად იქნება თქვენი რეკლამა, კვირის ნებისმიერ დღეს.
ჩვენი რეკლამის სტილი ახალია, ზუსტად ის, რაც აქამდე არავის გამოუცდია. სიახლის ფაქტორი კი ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს, მაშასადამე, არც თქვენი რეკლამა დარჩება უყურადღებოდ.
ვერ ნახულობთ პასუხს სასურველ კითხვაზე? მოგვწერეთ იმეილზე და ჩვენ არაუგვიანეს 1 სამუშაო დღეში გიპასუხებთ
გაზარდე საკუთარი პროდუქტის ხილვადობა